თორნიკე გოგრიჭიანის რეალური ცხოვრება და პატარა „მელანო“ „ხელოვნური სუნთქვიდან“ (ფოტოკოლაჟი)
მიუხედავად იმისა რომ მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანს წლების განმავლობაში სცენაზე არაერთი როლი აქვს ნათამაშები, მაყურებელის უმეტესობამ ის სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“ გაიცნო. ახლახანს კი თორნიკე ახალ სერიალში „ხელოვნური სუნთქვა“ გამოჩნდა. მართალია ჯერ მხოლოდ რამდენიმე სერია გავიდა ეთერში, თუმცა სერიალი უკვე პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება მსახიობის რეალურ ცხოვრებას, მისი მეუღლე ასევე მსახიობი, ნინო ქორიძეა. წყვილმა ერთმანეთი სერიალის „გოგონა გარეუბნიდან“ გადაღების დროს გაიცნო, მოგვიანებით კი მათი გზები უფრო მჭიდროდ გადაიკვეთა და დაქორწინდნენ. თორნიკეს და ნინოს მალე ნატალიას შეეძინათ. ნინო ორი შვილის დედაა, მას პირველი ქორწინებიდან 24 წლის ვაჟი, ირაკლი კვირიკაძე ჰყავს.
შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ „ხელოვნურ სუნთაქვაში“ მონაწილეობს ასევე თორნიკეს და ნინოს ქალიშვილი, პატარა ნატალია, რომელიც სერიალში, მელანოს (თორნიკეს შვილის) ბავშვობას ასახიერებს.
Post a Comment