ევრო 2016. სენსაცია: ისლანდია 1/4-ფინალშია!
27 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ინგლისელები შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, როცა უკვე მე-4 წუთზე ისლანდიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც შემდგომ უენიმ რუნიმმოახდინა. ამის შემდეგ ისლანდიელები გააქტიურდნენ და მეტოქეს ძალიან მალე ორი საპასუხო გოლი გაუტანეს – ჯერ 2 წუთში რაგნარ სიგურდსონმა გაიტანა, შემდეგ კი მე-19-ზე კოლბეინ სიგორსონმაც შეაგდო. ეს იყო და ეს – ინგლისელებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლეს.
ისლანდიამ სენსაციურად იმარჯვა და ტურნირის 1/4-ფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები იქნება.
Post a Comment