“ლუკა მოდრიჩი მატჩის გმირია, თუმცა მას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია”
ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი-ხორვატიის მატჩის 70-ე წუთზე ხორვატიის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ნიშნულთან სერხიო რამოსი მივიდა და დარტყმის შესასრულებლად ემზადებოდა. ამ დროს კი ხორვატების კაპიტანს, დარიო სრნას სათადარიგო სკამიდან რაღაც ანიშნეს, კაპიტანმაც ინფორმაცია მეკარეს გადასცა. შედეგად დანიელ სუბაჩიჩმა რამოსის დარტყმულის მოგერიება მოახერხა.
მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დარიო სრნას დარტყმის სავარაუდო მიმართულება ლუკა მოდრიჩმა ანიშნა, რომელიც მადრიდის რეალში სერხიო რამოსის თანაგუნდელია. აქედან გამომდინარე, უცხოური მედიის შეფასებით, მოდრიჩი მატჩის გმირი გახდა, თუმცა მას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ამ ეპიზოდმა შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. პენალტის დროს ანგარიში 1:1 იყო და ესპანეთმა დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა. 87-ე წუთზე კი ივან პერიშიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
Post a Comment