Header Ads

პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა


ცოტა ხნის წინ დასრულდა ევრო 2016-ის მერვედფინალური მატჩი, სადაც ხორვატია პორტუგალიას დაუპირისპირდა და 0-1 დამარცხდა.
დღეს ასევე გაიმართა მერვედფინალური მატჩი შვეიცარიასა და პოლონეთის ნაკრებებს შორის, სადაც პენალტების სერიაში პოლონემა იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურნირის ამ ეტაპზე ერთმანეთს პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ყველა სხვა ნაკრებზე მეტჯერ, ექვსჯერ გავიდა. მსგავსი შედეგი არცერთ ევროპულ ნაკრებს არ აქვს. მიუხედავად ამისა, მათ არცერთი ევროპის ჩემპიონატის ტიტული არ აქვთ მოპოვებული.