უნგრეთი - ბელგია (პრევიუ)
უნგრეთი - ბელგია
ევროპის ჩემპიონატი, 1/8 ფინალი
ადგილმდებარეობა: "სთედიუმ დე ტულუზა", ტულუზა
დასაწყისი: 23:00 საათი
მთავარი არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
გუნდები სიახლეები:
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ტულუზაში კერძოდ "სთედიუმ დე ტულუზაზე" გაიმართება კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი. ერთმანეთს, უნგრეთისა და ბელგიის ერონული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
დავიწყოთ, უნგრეთის ნაკრებით. შტორკის შეგირდები, ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში მოხვდნენ. მათ პლეი-ოფის საგზურის მოპოვება არ გაჭირვებიათ და ორი ფრითა და 1 გამარჯვებით ჯგუფური სტადია პირველ ადგილზე დაასრულეს.
პირველ მატჩში, უნგრელებმა ავსტრიელები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, ხოლო შემდეგ ისლანდიასთან 1:1 და პორტუგალიასთან 3:3 ანგარიშებით დაზავდნენ.
რაც შეეხება ბელგიას, "წითელი ეშაკები" შვედეთთან, იტალიისა და ირლანდიის ნაკრებებთან რიგით E ჯგუფში იყვნენ განთესილები. მარკ ვილმოტსის გუნდი პირველივე მატჩში, იტალიის ნაკრებთან ერთად დამაჯერებელი ანგარიშთ 2:0 დამარცხდა, თუმცა შემდეგ ირლანდიისა და შვედეთის წინააღმდეგ მომდევნო ორ მატჩში იმარჯვა, მაგრამ გოლების თანაფარდობის გამო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდება. ტრავმის გამო თამაშს გამოტოვებენ უნგრეთის მცველი, ატილა ფიოლა და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი, მუსა დემბელე.
მწვრთნელთა კომენტარები:
ბერნდ სტოკი, უნგრეთის მწვრთნელი: "მერვედფინალში ყოფნით ძალიან მოხარულები ვართ და ვფიქრობთ, ამასაც აუცილებლად დავძლევთ. ჩვენ კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით და გაუმჯობესების შენარჩუნებას ვეცდებით. ჩვენ დღეს ვეთამაშებით "ფიფას" სიაში მეორე ადგილზე მყოფ გუნდს და ეს ერთი მხრივ კარგია. ამჟამად გვმართებს, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენს სიძლერეზე, ვიყოთ ორგანიზებულები დაცვაში და შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
არ შემიძლია ვთქვა, რომ ბელგიას ახლა ოქროს თაობა ყავს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მათ ტოპ გუნდი ყავთ. ბელგიელებმა იტალიასთან სადებიუტო მატჩი ძალიან ცუდად დაიწყეს, ამ ტურნირის აზრი კი არ ის, რომ შენ შეგიძლია ძალიან მარტივად გამოეთიშო ბრძოლას. მარცხის შემდეგ, ბელგია უკეთ ათამაშდა, რაც ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.
მატჩის დაწყებამდე ძალიან მშვიდი ვარ. კარგად ვიცი, თუ როგორ ვისაუბრო ფეხბურთელებთან და პირველივე წუთებიდან ვნახო, ასრულებენ თუ არა ისინი ჩემს დავალებებს."
მარკ ვილმოტსი, "წითელი ეშმაკების" მწრთნელი: "ჩვენი მიზანი, მაქსიმალურად წინ წასვლაა. არ მაქვს იმის პრობლემა, რომ ფავორიტად ვითვლებით. ჩვენი მიზანია შევეცადოთ მოვახდინოთ ბურთზე კონტროლი და ვდომირებდეთ მეტოქეზე. ასევე ამ კონტროლით, ბოლო 30 მეტრზე უნდა შევქმნათ ბევრი მომენტი. უნგრელები დაცვაში ძალიან კომფაქტურები არიან, ამიტომ მათთან მოთმინებით თამაში გვმართებს. მოწინააღმდეგე ბოლომდე თამაშს აპირებს.
კევინ დე ბრუინი აღნიშნულ მატჩში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. მან იტალიის ნაკრების წინააღმდეგ კარგად ვერ ითამაშა, თუმცა, გაუმჯობესებასა და ბურთის განაწილებას ყოველთვის ცდილობს. კევინი მუდამ იღიმის, ის საკუთარი თამაშით სარგებლობს. მას ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ გადაუტანია, თუმცა ახლაც იცინის.
ფაქტები:
უნგრეთი უკანასკნელი 8 საერთაშორისო მატჩიდან, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. (3 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება)
უნგრელები 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ასეთ დიდ ტურნირზე მონაწილეობას პირველად იღებენ.
უნგრეთის კიპერი, გაბორ კირალი ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია. იგი 40 წლისაა.
ბელგია ეროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან, 1980 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
"ეშაკები" მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პასების საუკეთესო მაჩვენებლით (80%) მესამე ადგილზე არიან.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი მატჩში (13 შეხვედრა) ჩატარებული აქვს ტომას ვერმაელენს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბელგია: კურტუა, მუნიერი, ალდერვაირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი, ვიტსელი, ნაინგოლანი, კარასკო, დე ბრუინი, აზარი, ლუკაკუ.
უნგრეთი: კირალი, ყადარი, გუზმიჩსი, ჯუჰაჟი, ლანგი, ნაგი, გერა, ლოვრენჩიქსი, კლაინჰაისლერი, ჯუჯაკი, სჟალაი.
კოეფიციენტები bet 365-ის მიხედვით:
უნგრეთი 1-6,50
ფრე X-3,40
ბელგია 2-1,73
Post a Comment