Header Ads

"ბარსელონამ" ნეიმარს მოსაფიქრებლად დრო მისცა


ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ვარსკვლავის ნეიმარის ირგვლივ უამრავი სატრანსფერო ჭორი ვრცელდება. მოგეხსენებათ, სამხრეთ ამერიკელი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს ამით კი სარგებლობა რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს, მათ შორის: "პსჟს", "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს". 

სულ ცოტა ხნის წინ ნეიმარის აგენტმაც დაადასტურა, რომ მის კლიენტს შემოთავაზება სამი დიდი გუნდისგან აქვს და ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. ამჟამინდელი კონტრაქტი ბრაზილიელს "ბარსელონასთან" კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა კატალონიელები მის გახანგრძლივებას 2022 წლამდე გეგმავენ ბევრად უკეთესი პირობებით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა ნეიმარს საკუთარ მომავალზე საფიქრელად დრო ახალი სეზონის დაწყებამდე მისცა. იგი ან ზღაპრულ წინადედებებს უნდა დათანხმდეს ანდა კატალონიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანრძლივოს