Header Ads

მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა!

სანაკრებო კარიერა დაასრულა!

ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა! ეს განცხადება მსოფლიო ფეხბურთის ერთ–ერთმა ვარსკვლავმა ჩილესთან ზედიზედ მეორედ წაგებული კოპა ამერიკას ფინალის შემდეგ გააკეთა.
ისე კი, ეს უკვე ზედიზედ მესამე ფინალური მარცხია არგენტინელთათვის.

"მე დავასრულე! დიახ, ყველასთვის ასე აჯობებს. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მგონია, რომ ასეა საჭირო. სამწუხაროდ, ამდენი წელია ვცდილობ და არ დამცალდა არგენტინასთან ერთად ჩემპიონობა" – აცხადებს მოულოდნელად მესი.

უკვე 23 წელია უტიტულოდ იმყოფება არგენტინა. მესიმ კი 3 წელიწადში ამდენივე ფინალი წააგო: 2014–ში გერმანიასთან მუნდიალი, ბოლო ორ წელიწადში კი კოპას ფინალი ჩილესთან პენალტების სერიაში.

მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან გამოდიოდა. ამ დროის მანძილზე 112 შეხვედრა ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. ამერიკასთან კოპას წლევანდელ ნახევარფინალში გატანილი ეფექტური ჯარიმით ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი მოხსნა და ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.